ნაღმები, რომელიც წულუკიანის კომისიაზე ფეთქდება - ვინ არის ხუტა?
ხუტა პაჭკორია, რომელიც თეა წულუკიანმა, წინა ხელისუფლების დროს ადამიანების ტერორის მთავარ სახედ გამოაცხადა, მისმა ხელისუფლებამ დააწინაურა და თბილისის პოლიცია ჩააბარა. "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ პაჭკორია თბილისის პოლიციის შეფის, ვაჟა სირაძის მოადგილეა.
ხუტა პაჭკორიას დაკავებას კომისიაზე გამოკითხული გიული ავალიშივლი წლებია, ითხოვს და ირწმუნება, რომ სწორედ პაჭკორია იყო ფინანსური პოლიციიის ის თანამშრომელი, რომლის ორგანიზებითაც 2011 წელს მისი ძმა 700 ლარად ჩანერგილი აგენტ პროვოკატორი ქალის გამო დააკავეს, ციხეში აწამეს და საპყრობილიდან გამოსული სამ დღეში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის და ამბობს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მის ძმას საგარეჯოდან ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ხალხის ჩამოყვანა არ აპატია.
პაჭკორია არაერთ სკანდალში გახვეული ძალოვანია: ის 2012 წელს კახეთის ფინანსური პოლიციიდან თბილსიში გადმოიყვანეს, მალევე სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტიც ჩააბარეს, მაგრამ 2015 წელს ის ოპოზიციამ ნარკო ტრანზიტის მფარველობაში დაადანაშაულა. სკანდალური განცხადებების შემდეგ, ხუტა პაჭკორია უწყებიდან გაუშვეს და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურში მიავლინეს. გომელაურმა ის მალევე უკან შინაგან საქმეთა სამინისტროში დააბრუნა.
ხუტა პაჭკორია ერთადერთი არ არის, ვისაც წინა წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელი ოპოზიცის და დღევანდელი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრების მიხედვით, 2009 წელს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეების დარბევას ლევან ხარაბაძე ხელმზღვანელობდა. ეს უკანასკნელი ირაკლი კობახიზემ ქვემო ქართლის გუბერნატორად 6 მაისს დანიშნა.
ლევან ხარაბაძე, რომელსაც ირაკლი კობახიძემ რწმუნებულის პოსტი ჩააბარა 2009 წლის 15 ივნისს იმ აქციის დარბევაში მონაწილეობდა, სადაც აქტივისტები სხვა დაკავებულებთან ერთად ირკალი კობახიძის სიძის დავით ფაცაციას გათავისუფლებას ითხოვდნენ.