რეზო კინკნაძე: დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა...

26.07.25 18:43
რეზო კინკნაძე: დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა...

სინდისისი პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობის ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლებას ეხმაურება.

"ღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა"- წერს პროევროპული აქციების მონაწილე და მოქლაქეებს დევნილების მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდებს. 

“გონებიდან არ ამომდის, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ვიხილე. კანკალის გარეშე ვერ ვუყურებდი კადრებს, განსაკუთრებით ბავშვების ხილვამ იმოქმედა.

ნეტა შემეძლოს რამით დავეხმარო და შემეძლოს სადმე შევიფარო. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, დაუდექით გვერდში. ნუ დავტოვებთ ქუჩაში, ნუ დავტოვებთ მარტოებს. ახლა პროტესტმა იქ უნდა გაინაცვლოს – მივიდეთ ათასობით და ნუღა მივცემთ ამ ვაი პოლიციელებს მსგავსი არაადამიანური გამოსახლების უფლებას.

დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს და მათ თვალწინ დაიწყეს ნგრევა – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი – რუსეთი. ნუ შევარჩენთ ამასაც.

ამ ადამიანებმა სოხუმში ნახეს, როგორ უნგრევდნენ სახლს რუსები, და გუშინ იგივეს შემსწრენნი კვლავ გახდნენ – ისევ რუსები უნგრევდნენ სახლს.

თვალჭრელიძის ქუჩას უნდა გადავაყოლოთ ეს ვაი მთავრობა.
გუშინ ბევრი მოქალაქე დავინახე იქ მისული სოლიდარობისთვის და მადლობა – ყველანი ძალიან მიყვარხართ! გთხოვთ, დღეს უფრო მეტნი მივიდეთ.

P.S. ორშაბათს დილიდან ახობაძის პროცესზე – ყველა!” – წერს კიკნაძე.

მსგავსი სიახლეები