ღია ცის ქვეშ დატოვებული ხალხი - ვინ გამოიყვანეს დევნილების წინააღმდეგ?
ღია ცის ქვეშ დარჩენილი 100-ზე მეტი ოჯახი - საზოგადოება ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ დაუცველი და დევნილი ოჯახების ერთადრთი თავშესაფრიდან ძალის გამოყენებით, ცემა-ცემით გამოყრას უყურებს.
ნივთები, რისი გამოტანაც მოქალაქეებმა მოასწრეს, ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე ყრია - ხალხი ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. მათი თქმით, ღამე ქუჩაში, სახლის დიდ შავ ჭიშკართან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმის იმედად იყვნენ, რომ ვინმეს მათი ბედი შეაწუხებდა, თუმცა მათივე თქმით, არავის არაფერი უკითხავს.
"ტვ პირველის" მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ აკავებდნენ მცირეწლოვანენი ბავშვბის თვალწინ მათ მშობლებს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ხუთი შვილის დედა, მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ დასვა კითხვა - სად წავიდეს?
ახლა ხალხი, წლობით და წვალდებით ნაშებებ ოთახებს რაც ნგრევას გადაურჩა საკუთარი ხელით შლის. ზოგი იატაკის აყრას ცდილობს, ზოგი კარ-ფანჯრის მოხსნას. ამბობენ, რომ თუ სახლი აღარ ექნებათ, მცირე თანხად გაყიდიან, რომ დროებით პურის საყიდელი ფული მიანც ჰქონდეთ.
ვის ქონებას იცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელი, რომელიც ხალხის შენობიდან გამოსაყრელად გელა გელაძემ თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოუშვა?
- დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 45 ათას 801 კვადრატული მეტრი ტერიტორია 5 შენობა ნაგებობით ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "ბლექსი ფროფერთის" საკუთრებაა. ახლა ეს კომპანია აზერბაიჯანის მოქალაქე - აბულფაზ მელიკოვის სახელზეა გაფორმებული. აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამ კომპანიაში 2 წლის წინ გამოჩნდა.
- საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, "ბლექსი ფროფერთისი" 2023 28 დეკემბრამდე ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრის, გავლენიანი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. იმ დროს მოქალქეების მტკციებით, ისინი უკვე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ჩხარტიშვილმა ტერიტორია, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და დევნილების საცხორევბლებიიყო 12 მილიონ დოლარად გაყიდა, ასე წერია დოკუმენტებში.
"შაბათის ეთერმა" საზოგადოებაში დაგროვილი შეკითხვების დასმა კომპანია "ბლექსი ფროფერთის" წარმომადგენელთან იურისტ გიორგი ჩაფიძეასთან შეეცადა. კომპანიის იურისტთან საუბრისას ვარკვევთ, რომ სასამართლო დავა მაშინვე დაიწყო, როგორც ვანო ჩხარტიშვილმა კომპანია და კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება გაყიდა.
ხალხი ამბობს, რომ შენობაში 120-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანია - გამოდის, რომ სულ ცოტა 80 ოჯახს ღია ციქვეშ დარჩენა ემუქრება.ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი ადამიანები, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი მოქალაქები, ისინი ვისი ერთადერთი შემოსავალი სახემწიფოსგან გადახდილი 200 ლარია.
- ჟანა თევდორაძე 4 შვილის მარტოხელა დედაა. ეკომიგრანტი, რომელსაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილების გაზრდა მარტოს უწევს. წლები ქირით ცხოვრობდა, თუმცა სახლების დალაგებიდან მიღებული შემოსავალი ქირას და ბავშვების გამოკვებას არ ჰყოფნიდა. ამიტომ მიტოვებულ შენობაში შიშის მიუხედავად საცხოვრებლად გამოვიდა და მშენებლობებიდან ნაჩუქარი ცემენტით კედლები საკუთარი ხელია ამოაშენა.
ქალი ამბობს, რომ უცნობ ნიღბიანბთან ერთად პოლიციამ სახლიდან ოთხი შვილით ქუჩაში გააგდო. ღამის გათენება დიდ ლილოში ახლობლის იმ ფარდულში მოუწია, რომელსაც არც კარი აქვს და არც იატაკი.
რამდენიმე სააათია, ხალხისგან დაცლილი შენობებს სპეცტექნიკით ნელ-ნელა ანგრევენ. ტერიტორიას შავნიღბიანი უცნობი პირები აკონტროლებენ. ვინ არიან და საიდან მოიყვანეს ადამიანები, რომლებიც ხალხს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ახლა საკუთარი ნივთების გამოსატანად არ უშვებენ?
შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცების ინდეტიფიცირება შეუძლებელია. ისინი ვინაობას მალავენ. კომპანია "ბლექსის" იურისტი ამბობს, რომ დაცვის სამსახური დაიქირავა, რომელი - საიდუმლოა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შავნიღბიანები პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით მუშაობენ.