სად არის ჯუანშერ ბურჭულაძე? – ექსმინისტრი მედიისთვის მიუწვდომელია
სად არის ჯუანშერ ბურჭულაძე? - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც მედიის კითხვებს თითქმის ყოველთვის პასუხობდა, მიუწვდომელია. "პირველებს" მასთან კითხვები ექსმინისტრის ახლო გარემოცვის დაკავებებთან ჰქონდა, თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძის ტელეფონები გათიშულია.
ჯუანშერ ბურჭულაძის საკუთრებაში მქონე ავტომობილები მის საცხოვრებელ სახლთანაა დაპარკინგებული, რაც აჩენს განცდას, რომ ქქსმინისტრს, უბრალოდ, კამერებთან გამოჩენა არ სურს.
შეგასენებთ, რომ დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სუს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.