ზონდერებმა გადათვალეს ხმები და გამარჯვებულ კანდიდატს ჩაუთვალეს მარცხი - მელიას მიმართვა ზუგდიდიდან

08.10.21 11:34
ზონდერებმა გადათვალეს ხმები და გამარჯვებულ კანდიდატს ჩაუთვალეს მარცხი - მელიას მიმართვა ზუგდიდიდან

"ზუგდიდში გამარჯვებულ მაჟორიტარს პირველივე ტურში, ხმების გადათვლის შემდგ ჩაუთვალეს მარცხი" - ამის შესახებ ნიკა მელია სპეციალურ Facebook  მიმართვაში საუბრობს.

 საუბარია საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც გვიან ღამით, ხმები ხელახლა გადათვალეს და ,,ენმ"-ს კანდიდატს, რომელსაც ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქი მოგებული ჰქონდა, წაგებულად გამოაცხადეს.

სანამ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი: მთელმა საქართველომ იცის, რომ ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა... გუშინ ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები, ასე ქურდულად და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი. ,,ქართულმა ოცნებამ" ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა", - თქვა ნიკა მელიამ ვიდეომიმართვაში.

მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად "ქართულ ოცნებას" ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა. მანამდე არსებული მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი - 22.

ამ დროის მონაცემებით, ,,ქართულ ოცნებას" 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.

მსგავსი სიახლეები