"ტვ პირველის" ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე სუსში გამოკითხეს - რა ჩვენება მისცა თავდაცვის ექსმინისტრმა?

28.07.25 11:05
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე სუსში გამოკითხეს - რა ჩვენება მისცა თავდაცვის ექსმინისტრმა?

შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.

სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის - ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში და ამჟამად იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან.

"პირველები" კითხვების დასმას თავად ჯუანშერ ბურჭულაძისთვის სცადა, თუმცა ის მედიის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

მსგავსი სიახლეები