ოპოზიცია “ქართული ოცნების“ მცდელობებს, რომ MEGOBARI აქტი არ იქნას დამტკიცებული, უპერსპექტივოს უწოდებს

28.07.25 11:59
ოპოზიცია “ქართული ოცნების“ მცდელობებს, რომ  MEGOBARI აქტი არ იქნას დამტკიცებული, უპერსპექტივოს უწოდებს

“ქართული ოცნების“ მცდელობებს, რომ  MEGOBARI აქტი არ იქნას დამტკიცებული უპერსპექტივოს უწოდებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ “მიუხედავად წინააღმდეგობებისა, შემოდგომაზე ის აუცილებლად დამტკიცდება.“

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლევან სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ლობისტური კომპანიები აქტიურად მუშობენ, რათა “მოხდეს კონკრეტული ადამიანების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“.

სამწუხაროდ, არაფერია გამორიცხული, რომ ლობისტური კომპანიები აქტიურად მუშაობენ , რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, მაგრამ  ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად ვართ ჩართულები , რომ თითოეული სენატორის, ევროპარლამენტარის და კონგრესმენის ინფორმირება მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შესახებ,-ამბობს ლევან სანიკიძე.

კოალიცია“ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კი ამბობს, რომ მათ აქვს ინტენსიური კავშირი კონგრესმენებთან და სენატორებთან და “ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით, შესაძლებელი გახდეს ყინულის დაძვრა“.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ინტერესჯგუფები, რომლებიც ამ აქტის შინაარსების წინააღმდეგ საკუთარი სხვა ინტერესების გამო. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი ყველა კონგრესმენთან,  სენატორთან, საქართველოს ყოფილი ელჩები, ქართული დიასპორა, საქართველოს დემოკრატიული ძალები, ყველანი ვმუშობთ იმისთვის, რომ მოხდეს ყველა სენატორის ადეკვატური ინფორმირება და ბუნებრივია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით, შესაძლებელი გახდეს ყინულის დაძვრა და მეგობარი აქტის კანონდა გადაქცევა, - ამბობს ის.

როდესაც ხალხს არწმუნებენ, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს და მზად არიან შეეწირნენ ივანიშვილს და მის რეჟიმს, აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შიშობენ, მუშაობენ და ფულს იხდიან ლობისტების მეშვეობით იმაში, რომ შეაფერხონ პროცესი და არა შეაჩერონ, შესაბამისად, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ფულია და ვისი ფულია ის, რასაც ხარჯავს რეჟიმი იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი მოსალოდნელი საქნციებისგან, რომელიც გარდაუვლად მოხდება, -განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუმ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “აშშ-ის სენატში MEGOBARI აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცესები ლობისტური ჯგუფების გავლენით შენელდა“

ჟურნალისტის ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალინი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი „მთელ ერს სანქცირებას“ უწესებს.

„წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს. ეს არასწორია“, - წერს რაუფოღლუ, რომელიც ასევე თანამშრომლობს გამოცემა Foreign Press USA-სთან.

მსგავსი სიახლეები