ლევან ხაბეიშვილი: ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის 150 მილიონი დოლარის "შეკრება - შეგროვება" დაევალა
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, “ირაკლი ქარსელაძეს - ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში 150 მილიონი დოლარის "შეკრება - შეგროვება" დაევალა.“
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ოფშიაკისთვის" ფულის აგროვება უკვე დაწყებულია.“
თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია,- წერს ის.
150 მილიონი დოლარის "შეკრება - შეგროვება" დაევალა ირაკლი ქარსელაძეს - ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში.
მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ა.შ.
"ოფშიაკისთვის" ფულის აგროვება დაწყებულია და თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია.
ტყუილად მოთქვამთ და წუწუნებთ - ან "ქეშს" დაუთრევთ ივანიშვილს ან..... ან გზები იცით, სადაც მიდის,-წერს ხაბეიშვილი.