ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის კისერზე ყულფი ვიწროვდება - ხაბეიშვილი

28.07.25 17:18
ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის კისერზე ყულფი ვიწროვდება - ხაბეიშვილი

 

 

"ბიძინას გარემოცვა მძევლად ჰყავს აყვანილი" - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს ახლა უნდა, დაკარგული მილიარდები "ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკებისგან ამოიღოს. 

ამასთან, ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, "ოცნების" გამოძიება ღარიბაშვილ, ლილუაშვილ, გომელაურამდეც მივა. 

ჯუანშერი დაკავებული იყო, ჩემი ინფორმაციით. თუ ასე არ იყო, გამოვიდეს და თქვას. დაკავებული ჰყავდათ და უთხრეს, კონკრეტულ თანხას რა ვადაში მიიტანს ან ხელს დაადებს თუ არა პირობითად ღარიბაშვილს. თუ არც ერთს გააკეთებს და არც მეორეს, ამ შემთხვევაში, მასაც აუცილებლად დააკავებენ. ბიჭებო, არ არის იოლად საქმე. ფული უნდა ბიძინას, დასანქცირებულია კაცი, ეს მილიარდები უნდა ამოიღოს თქვენი ჯიბიდან. თქვენ ხომ ხალხს მოპარეთ? და ეგ ფული არის ბიძინასი. ასე თვლის, რომ ხალხს რაც მოპარეთ, ჩემია ეს ფული. ბიძინას გარემოცვა აჰყავს მძევლად. ახლა ვინმეს თუ ჰგონია, რომ ღარიბაშვილი თავისუფალია ან ჯუანშერი, ძალიან სცდება. ძმააცები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები - ყველა დაუკავეს და რანაირად არის ეს ხალხი თავისუფალი? ზოგს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, ქვეყნიდან ვერ გადის, ზოგს ოხანაშვილის ხალხი დაჰყვება ავტომობილებით, რომ სადმე არ გაიპარონ, რამე არ თქვან. ეს ხალხიც მძევლობაშია. უნდა გვესმოდეს, რომ მათი თავისუფლება არის აბსოლუტურად პირობითი ახლა და ცხადა, ყულფი ვიწროვდება ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის კისერზე, - ამბობს ხაბეიშვილი.  

შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.

სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის - ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში. ამჟამად ისინი ბრალის წარგენის პროცედურას გადიან.

 

მსგავსი სიახლეები