არ გამოვრცხავ, რომ გამოძიების უშუალო საგანი ღარიბაშვილი გახდეს - გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ ანტიკორუფციული კუთხით დაწყებული გამოძიებები, რეალურად, კორუფციასთან ბრძოლას არ უკავშირდება. მისი თქმით, ეს ერთის მხრივ, შესაძლოა, "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია იყო და მეორეს მხრივ, კობახიძის ბრძოლის ინსტრუმენტი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი გახდეს გამოძიების უშუალო და პირდაპირი საგან, - ამბობს გეგელია.
არაფერი საერთო ამ პროცესებს არ გააჩნია ანტიკორუფციულ ძალისხმევასთან. ეს არის, უბრალოდ, პიარული ფარსი წინასაარჩევნოდ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ინსტრუმენტი შიდა კლანური დაპირისპირებისა. ინსტრუმენტი იმაში, რომ კობახიძე დაუპირისპირდეს ღარიბაშვილის გარემოცვას. ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება გამორიცხული სავსებით არ არის თუკი შევხედავთ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლოგიკას და მე იმასაც ველოდები, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნება" კიდევ უფრო ქმედით და რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ საკუთარი "ანტიკორუფციული" ძალისხმევა აჩვენოს. არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი გახდეს გამოძიების უშუალო და პირდაპირი საგანი და არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ შიდა კლანური დაპირისპირება ერთის მხრივ, აქციოს წინასაარჩევნო გარკვეულ თემად ამ ანტიორუფციულ კუთხით, - ამბობს გეგელია.
შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.
გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.
სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის - ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში. მათ ბრალი დღეს წარედგინათ.