"გორბის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს
ემზადება თუ არა "ქართული ოცნება" ახალი საპარალამენტო არჩევნების ჩასატარებლად? - კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი კითხვა ასე იყო ფორმულირებული: "პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას".
ამავე კვლევაში "გორბი" ირწმუნება, რომ გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
არცერთი ოპოზიციური პარტია გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებს არ ენდობა. ფიქრობენ, რომ რეიტინგები დამახინჯებულია.
"ოცნების" ოპონენტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ივანიშვილი ამ სოციალოგიური ორგანიზაციის კვლევებს სასურველი შედეგის დასაწერად იყენებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ივანიშვილი გუდნდი ახლა ქართულ საზოგადოებას წინასწარ ამზადებს იმისთვის, რისი გაკეთებაც მოახლოებულ თვითმმართელობის არჩევნებზე სურთ.
წინასწარ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს იმ მანიპულაციებისთვის რაც მომავალში მან უნდა ჩაიდინოს ე.წ. ვითომ გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ანუ ერთგვარი მომზადებაა საზოგადოებრივი აზრის, რომ ანუ ხვალ რომ "ქართული ოცნება" დაიწერს 60%, არავის გაუკვირდეს, იმიტომ, რომ კვლევაში უკვე გორბმა 57 უჩვენა, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" "ერთ-ერთი" ლიდერი ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზეც ისევე დაიწერს სასურველ შედეგებს, როგორც ეს კვლევაში გააკეთა.
გასამმაგდა? ქართველი ხალხი გაგიჟდა, რომ "რა მაგარია, თვითმმართველობისა რჩევნებში გამოგლიჯეს თბილისი?" ამის ახლა ვინმეს სჯერა დედამიწის ზურგზე?
ამ ადამიანების (თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის) პეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა? ხომ დაუწერა გორბმა? მაშინ რა აქვთ საპრეტენზიო? ეგ არის, მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? აი, ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100%-ს, - ამბობს ლევან სანიკიძე.
თავის მხრივ, "ძლიერ საქათველოში" აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის ოპონენტები არიან და არა "ოპოზიციის ოპოზიცია". ირალი კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნების" მიზანია, ოპოზიციაში კონფლიქტები წაახალისოს და ახალ-ახალი დაპირისპირებები შექმნას.
ვართ მხოლოდ ივანიშვილის ოპოზიცია და არა ოპოზიციის ოპოზიცია, როგორც ვიღაცეებს წარმოუდგენიათ. ჩვენ არ ვეგებით ივანიშვილის შანტაჟზე, სპეკულაციებზე, იმიტომ, რომ ყველა ეს კვლევა, რომელსაც ის აქვეყნებს, აქვს კონკრეტული მიზანი, რომ ოპოზიციაში შეიტანოს დათიშვა. ყოველ ჯერზე ხდება კონფლიქტების წახალისება. ხდება გამოგონილი პროპაგანდისტული მექანიზმებით ახალი დაპისპირების შექმნა. გორბიზე სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.