ვინ რა ქონებას ფლობს ევროპაში? - ჩინოვნიკების მდიდრული ცხოვრება საზღვარგარეთ

28.07.25 20:21
ვინ რა ქონებას ფლობს ევროპაში? -  ჩინოვნიკების მდიდრული ცხოვრება საზღვარგარეთ

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, დანია, საბერძნეთი... - ეს იმ ევროპული ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც "ქართული ოცნების" ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები ბიზნეს და უძრავ ქონებას ფლობენ. ანტიდასავლური პროპაგანდის პარალელურად ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები წლებია ევროპაში ბინებს სახლებს და ბიზნესს წილებს აგროვებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა 18 პირის ქონება - თუმცა ეს, მათი ქონების მხოლოდ საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია.

პოლიტიკური გუნდი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, ქართველი ხალხისთვის კი უვიზო მიმოსვლა საფრთხეში ჩააგდო. საკუთარი თავისთვის ყველაზე საიმედო ადგილად ევროკავშირის ქვეყნებს მიიჩნევს, ჩნდება კითხვა, თუ ევროპაში ომი უნდათ, თუ ევროპა გარყვნილების ბუდეა, მაშინ თავად რატომ ხარჯავენ უამრავ ფულს იქ ქონების შესაძენად. ბიძინა ივანიშვილის ოჯახს საფრანგეთში ბიზნეს იმპერია აქვს, პარიზში დაფუძნებული კომპანიების გავლით მისი ოჯახი საქართველოში 125 კომპანიას და დიდძალ ქონებას ფლობს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები