"ოცნება" ნიადაგს სინჯავს? - რას ემსახურებოდა კვლევაში საპარლამენტო არჩევნებზე დასმული კითხვა
ვარაუდი რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება, თავად "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულმა GORBI-ის კვლევამ გააჩინა. ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდი ხმას? - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მოსახლეობას დაუსვეს. "ქართული ოცნების" საჯარო პოლიტიკური კალენდრის მიხედვით არჩევნები ქვეყანაში 2028 წელს უნდა გაიმართოს, ჩნდება კითხვა თუ ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის არ ემზადება, მაშინ რატომ ატარებს კვლევებს საპარლამენტო არჩევნებზე.
"ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია GORBI-ის სოციოლოგიურ გამოკითხვაში არაფერია ნათქვამი მუნიციპალური არჩევნებზე, არად წესით ახლა "ქართულ ოცნებას" ეს არჩევნები უნდა აინტერესებდეს. "ძლიერი საქართველოში" ამბობენ, რომ "ოცნებამ" შედეგები დამალა, რადგან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვს თბილისში.
"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, მხარდაჭერის ყველაზე მაღალი 56%-ი "ქართულ ოცნებას" აქვს. GORBI-ის ეს შედეგი არავის გაჰკვირვებია, რადგან საპარლამენტო არჩევნების დროს GORBI-ი "ქართულ ოცნებას" 60%-იან მხარდაჭერას უწერდა.