ლუკა კურტანიძე წამებაშია მხილებული - დაუმძიმდება თუ არა ბრალი "ოცნების" ყოფილ დეპუტატს?
ხათუნა მიქაცაძე "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ლუკა კურტანიძის დაკავების შემდეგ საჯაროდ ყვება, როგორ იყო ძალადობის მსხვერპლი არაერთი წლის განმავლობაში. ჩივილი პოლიციაში ყველა შემთხვევაში უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ხელშეუხებლობით სარგებლობდა. ქუჩაში პოლიციის თვალწინ ნაცემი ხათუნა მიქაცაძე, დღეს, ექსპერტიზაზე გადაიყვანე - იმ დაზიანების აღსაწერად, რომელიც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ყოფილ ცოლს მიაყენა.
სახლი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ხათუნა მიქაცაძის სახელზეა რეგისტრირებული. სწორედ, კუთვნილ მისამართზე მისულ ქალს დაესხა თავს ლუკა კურტანიძე, მსხვერპლი ყვება, რომ მისი არაერთი მიმართვის მიუხედავად პოლიციამ ვერ დაიცვა და გამოწერილი შემაკავებელი ორდერიც ფარატინა ფურცელი აღმოჩნდა.
ლუკა კურტანიძე, ბრალის წარდგენას ბათუმის იზოლატორში ელოდება, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლომ ხვალ უნდა იმსჯელოს. "ოცნების" ექს დეპუტატის ადვოკატი ამბობს, რომ კურტანიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, მისთვის ნაცემი ქალის არაერთი დაზიანება საკმარისი მტკიცებულება არ არის.