ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელმაც "ოცნების" ლიდერები და მოსამართლეები დაასანქცირა, პაპუაშვილი ბოღმიანებს უწოდებს
ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელმაც "ოცნების" ლიდერები და მოსამართლეები დაასანქცირა, შალვა პაპუაშვილი ბოღმიანებს უწოდებს.
პაპუაშვილი წერს, რომ ლიეტუვა სანქციების დასაწესებლად ადამიანებს "ლოტოტრონით ირჩევს".
თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.
რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს და ყველა გავიგებთ რა დაუშავა ვასილ მჟავანაძემ ანტანას სნიეჩკუსს. მინიმუმ, როდესაც სოვლაბი მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა," - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ლიეტუვამ დაასანქცირა:
- ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
- ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
- ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
- მარი მეშველიანი – პროკურორი
- ნათია თათიაშვილი – პროკურორი
- სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
- მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- ნინო წილოსანი- „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
- ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე