"ტვ პირველის" ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მოადგილეს კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაუსვა
სუს-ი ირაკალი ღარიბაშივლის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ეძებს? - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მოდგილეს, დაკავებულს გიორგი ხაინდრავას კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის შესახებაც დაუსვა.
"პირველების" ინფორმაციით ე.წ. ტომოგრაფიის აპარატის სადავო შესყიდვის საქმეზე ძიება ოხანაშვილის სამსახურმა 13 ივნისს დაიწყო, გამოკითხეს ყველა, მათ შორის დაკავებულებიც, მაგრამ ღარიბაშვილი/ ბურჭულაძის წინააღდმეგ ჩვენება ვერ მიიღეს, ამიტომ თავდაცვის სამინისტროს მაღსლჩინოსნები 29 ივლისის სუს-ში უკვე თავდაცვის ექს-მინისტრთან ერთად დაიბარეს.
როგორც "პირველებს" წყარო უყვება, ჯუანშერ ბურჭულაძეს გამომძიებელი ალექსანდრე არაბული 12 საათი განმავლოაბში კითხავდა, მისი თანამშრომლები კი მის თვალწინ დაკავეს.
კორუფციის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.