ლიეტუვას სანქციები რაჟდენ კუპრაშვილს - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
დასანქცირებას არ გამოხმაურებიან არც მოსამართლეები და პროკურორები.
ცნობისთვის, ლიეტუვამ ახალი სანქციების პაკეტი გუშინ გამოსცა. ვინაიდან ლიეტუვა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, შესაძლოა დასანქცირებულ პირებს გადაადგილება ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაუჭირდეთ.
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკა სირაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყნები, რომლებმაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს, შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მუშაობდნენ სანქციების პრაქტიკის გასაზიარებლად.
ეს ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ არ არის მხლოდ სიმბოლური, თუმცა სიმბოლური დატვირთვაც ძალიან დიდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის იროვნება იდენტიფიცირებულია, რომელიც დანაშაულს ჩადის.
ეს ქვეყნები არ არიან მხოლოდ განყენებულად ქვეყნები, ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მერწმუნეთ, რომ ინფორმაციას აუცილებლად ავრცელებენ ისინი სხვა ევროკავშირის ქვეყნებში.
ფაქტი, რომ ერთი ან სამი ქვეყანა ცალსახად, კონკრეტულ პიროვნებებზე სანქციებს აწესებს, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მუშაობდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან იმისთვის, რომ მათაც გაიზიარონ ეს პრაქტიკა," - განაცხადა ეკა სირაძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ "მთელმა ევროპამ და განვითარებულმა დასავლეთმა იცის, რომ ეს ადამიანები არღვევენ კანონს". მისი თქმით, პროკურორები და მოსამართლეები უნდა დაფიქრდნენ იმაზეთ, რატომ მიყვებიან რეჟმს.
ეს იმას ნშნავს, რომ მთელმა ევროპამ და განვითარებულმა დასავლეთმა იცის, რომ ეს ადამიანები არღვევენ კანონს, რომ ისინი უსჯიან კონკრეტულ პირებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, კიდევ მეტითაც, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ისინი არღვევენ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და ყველანაირ სტანდარტს, რომელიც შეიძლება არსებობდეს მსოფლიოს მასშტაბით.
ამიტომ ეს არის რაზეც არის საუბარი. მე ვფიქრობ, პროკურორები და მოსამართლეები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი, რატომ მიყვნებიან რეჟიმს," - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელმაც "ოცნების" ლიდერები და მოსამართლეები დაასანქცირა, შალვა პაპუაშვილმა ბოღმიანები უწოდა.
ლიეტუვამ დაასანქცირა:
- ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
- ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
- ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
- მარი მეშველიანი – პროკურორი
- ნათია თათიაშვილი – პროკურორი
- სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
- მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- ნინო წილოსანი- „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
- ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე