ლუკა კურტანიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ის "პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლია"
ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური პროვოკაცის მსხვერპლია.
ლუკა კურტანიძის უფლებადამცველის, ივანე მეფარიშვილის განცხადებით, დღეს, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და გარკვეული ჯგუფები "ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ აღქმა, რომ "ოცნების" წევრები ძალადობენ ქალებზე". მისი თქმით, ხათუნა მიქაცაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად ზალადობის ამსახველი კადრებისა ადვოკატი ამტკიცებს იმასაც, რომ ლუკა კურტანიძე ქალს ფიზიკურად არ შეხებია.
თავს ცნობს უდანაშაულოდ და მიაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროვოკაცია.
დღეს ამან მიიღო ძალიან მძაფრი ხასიათი იმიტომ, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი, ასოცირებული "ქართულ ოცნებასთან" ამიტომ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებაში გააჩინონ აღქმა, განცდა, რომ "ქართული ოცნების" წევრები ძალადობენ ქალებზე და არიან მოძალადეები.
ხათუნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რამდენიმე ჯგუფთან, პიროვნებებთან, მათ ლიდერებთან არის ძალიან ახლოს დაკავშირებული და ეს პროვოკაციაც არის ამ პოლიტიკური ბრძოლის ნაყოფი.
ვისაც ვესაუბრე, ვინც შეესწრო, მეზობლებს ამას არ ადასტურებენ, რომ ლუკას მხრიდან ფიზიკური შეხება ამ ქალბატონთან იყო.
გამორიცხულია ბუნებაში ასეთი რამე არსებობდეს, რომ ლუკა კურტანიძემ ქალის მიმართ განახორციელა, მითუმეტეს სექსუალური ძალადობა," - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.
ლუკა კურტანიძე, ბრალის წარდგენას ბათუმის იზოლატორში ელოდება.