პროკურორი არ უარყოფს, რომ გამოძიების ინტერესი შესაძლოა, მათ შორის ღარიბაშვილი და ბურჭულაძეც იყოს
პროკურატურა არ უარყოფს, რომ დაკავებული თავდაცვის ექს-მაღალჩინოსნების საქმეში, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძეც იყოს.
პროკურორმა ირაკლი მარშანიამ დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიება ყველა შესაძლო პიროვნებით ინტერესდება.
მოცემულ საქმეზე იყო ოპერატიული ინფორმაცია და ოპერატირული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
ყველა საგამოძიებო ვერსია, რა თქმა უნდა, შემოწმდება და მათ შორის მისი (ჯუანშერ ბურჭულაძის) ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების მიერ.
"პირველები" : ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც არსებობს ინტერესი?
სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე - ვინ გამოვკითხეთ, რა მიმართულებით მივდივართ, რა ვერსიებს ვამოწმებთ, ამ ვერსიებთან დაკავშირებით ვერ გესაუბრებით", - განაცხადა პროკურორმა
სთხოვდენ თუ არა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გამოკითხვაზე სუს-ში, რომ ხელი დაედოთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის და ირაკლი ღარიბაშვილისა და ექს-პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილისთის - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" დაკავებული ექს-მაღალჩნოსნების ადვოკატებს დაუსვა, თუმცა უფლებადამცველები კითვებს პასუხს არ სცემენ.
არც ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე არ აკეთებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარს.
სამივე დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი კი უკვე რუსთავის ციხეში შეასახლეს. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
- "პირველების" ინფორმაციით, შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა.
სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის წევრები - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.