ლევან ხაბეიშვილი: შსს-მ სტატუსი წაშალა, სადაც ჩემს დაჭერას აანონსებდა
შსს-მ სტატუსი წაშალა, სადაც ჩემს დაჭერას აანონსებდა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
- სოციალურ ქსელში გვერდმა "ყველაფერი პოლიციის" შესახებ დაწერა, რომ "ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი იღება". ეს გვერდი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესამსახურის კონტროლის ქვეშ არის.
შსს-მ სტატუსი წაშალა, სადაც ჩემს დაჭერას აანონსებდა ... მას შემდეგ, რაც სქრინი ფბ / ზე დავდე საჯაროდ 🤷🏻♂️ ასე მალე დაიხურა საკნის კარი ?
ბიჭებო დამელოდეთ ... ცოტაც დამელოდეთ", - წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნების" სამიზნე ბოლო რამდენიმე კვირაა გახდა, რაც მან ხმამაღლა დაიწყო საუბარი, როგორ ატერორებენ ოცნების ყოფილ მინისტრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი ფული მიუტანონ. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებამდე სწორედ ხაბეიშივლმა დაანონსა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დიდი ფულს სთხოვდნენ. ახლა ის ამბობს რომ 150 მილიონი მიტანა, მოსთხვეს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს.