ცდილობენ, "ქართუ" დარტყმის ქვეშიდან გამოიყვანონ - გიგი ბედინეიშვილი

29.07.25 13:41
ცდილობენ, "ქართუ" დარტყმის ქვეშიდან გამოიყვანონ - გიგი ბედინეიშვილი

ფინანსისტი გიგი ბედინეიშვილი ამბობს, რომ ყველა მცდელობა, წარმოაჩინონ  თითქოს "ქართუ ბანკი" ივანიშვილთან კავშირში არ არის, უშედეგო იქნება. ექსპერტის თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის დასავლეთის სანქციების სამიზნეა და ამიტომ ახლა ის ცდილობს, ბანკს ეს დარტყმა თავიდან აარიდოს.  

რა თქმა უნდა, ის არის სანქციების სამიზნე, როგორც ვიცით,  და ახლა ცდილობენ, რომ "ქართუ" რაღაცნაირად გამოიყვანონ დარტყმის ქვეშიდან და უნდათ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბიძინა ივანიშვილს შეხება არ აქვს "ქართუ ბანკთან". ამას ვინ დაიჯერებს? ყველამ იცის, რომ ვინც არ უნდა იყოს საბოლოო მფლობელი იმ სტრუქტურებისა, რომელიც ფლობს "ქართუ ბანკს", ყველანი ისინი, თუნდაც იყოს ბერა თუ ივანიშვილის ოჯახის სხვა წევრი, პირდაპირ აფილაცია აქვს ივანიშვილთან, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი. 

"ქართუ ბანკი" "ტვ პირველის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს -  ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ტელეკომპანიას "ქართუ ბანკის" ივანიშვილის ან "ოლიგარქის ბანკად" მოხსენიება.

სასარჩელო მოთხოვნაში ბანკი ირწმუნება, მათ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ. 

 

მსგავსი სიახლეები