მარიამ ლაშხს არ ესმის რატომ დაასანქცირა ლიეტუვამ

29.07.25 13:43
მარიამ ლაშხს არ ესმის რატომ დაასანქცირა ლიეტუვამ

ლიეტუვას მიერ სანქცირებული "ქართული ოცნების" დეპუტატს, მარიამ ლაშხს არ ესმის, რატომ დაასანქცირა ევროკაშირის წევრმა სახელმწიფომ. 

მას შემდეგ, რაც მარიამ ლაშხს ჟურნალისტმა განუმარტა, რატომ ასანქცირებენ დასავლეთის ქვეყნები "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და მხარდამჭერეს, მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ უკუსვლაში წვლილი არ მიუძღვის და პირიქით, ქვეყნის ინტერესებს იცავს. 

"მიზეზი იცით რის გამოც დამასანქცირეს? - ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ უკუსვლაში წვლილი მე არ მიმიძღვის იმიტომ, რომ დემოკრატიული უკუსვლა არ არის ქვეყნის ინტერესების დაცვა," - განაცხადა მან. 

ამასთან "ოცნების" დეპუტატმა "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სამოქალაქო აქტივისტების Facebook პოსტებზე საჩივარი არა მან, არამედ ფრაქციამ დაწერა. 

"უშუალოდ მე საჩვარი ვიზეც დავწერე იქ იყო ბავშვთა უფლებების დარღვევა. ფრაქციამ დაწერა, ფრაქციის სახელით იყო შესული, რომელიც, მათ შორის, მეც ვიყავი მისამართი..." - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე აქტივისტი დააჯარიმეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 

ლიეტუვამ დაასანქცირა:

  1. ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
  2. ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
  3. ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
  4. მარი მეშველიანი – პროკურორი
  5. ნათია თათიაშვილი – პროკურორი
  6. სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
  7. მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
  8. ნინო წილოსანი- „ქართული ოცნების“ დეპუტატი
  9. რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
  10.  ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე

მსგავსი სიახლეები