სტიკერები რეაგირების ნაცვლად - "ოცნებამ" ისანში, 5-სართულიან ავარიულ კორპუსს გაფრთხილება მიაკრა

29.07.25 14:54
სტიკერები რეაგირების ნაცვლად - "ოცნებამ" ისანში, 5-სართულიან ავარიულ კორპუსს გაფრთხილება მიაკრა

"ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, ისანში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე, 5 სართულიან ავარიულ კორპუსს მერიამ გაფრთხილება მიაკრა, რომ შესვლა სახიფათოა, მაშინ, როცა ამ სახლში ასობით ოჯახი ცხოვრობს.

კოალიციის წევრები ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა მოსახლეობას საცხოვროსის ჩანაცვლება შესთავაზონ ადეკვატური პირობებით, სტიკერებს აკრავენ და ა,ოთ თავს იზღვევენ. მათი თქმით, მერია ამ გზით პასუხისმგებლობას ჰკიდებს მაცხოვრებლებს მოსალოდნელ საფრთხეზე.

გამაფრთხილებელი სტიკერების მას შემდეგ გამოჩნდა, რაც "ლელო - ძლიერმა საქართველომ" თბილისის მასშტაბით ავარიული სახლების აქტიური მონიტორინგი დაიწყო. 

კოალიციის წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, "ლელო - ძლიერი საქართველოს" თბილისის გუნდმა, მოსახლეობის არაერთი მომართვის საფუძველზე დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველგან მიყვება და "უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობასთან საქმის "დალაგებას" ცდილობს".

ორი კვირის წინ,  "ლელო - ძლიერი საქართველოს" თბილისის გუნდმა, მოსახლეობის არაერთი მომართვის საფუძველზე დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო, რითაც "ქართულ ოცნებას" მორიგი თავსატეხი გაუჩინა - ყველგან სადაც მივდივართ, მოგვყვებიან და ცდილობენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობასთან საქმის "დალაგებას" - სადაც ვერ წვდებიან - აი ასეთ სტიკერებს აკრავენ - საფრთხის შემცველია - სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია! - დიახ, ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, აი ამ სტიკერებს აკრავენ კორპუსებზე სადაც ასობით ოჯახი ცხოვრობს. ამ სტიკერების იქით საქმე არ მიდის - ხალხი განაგრძობს ცხოვრებას ავარიულ სახლში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.

ეს არის "ქართული ოცნების" რეალური სახე - თუ გამოუსწორებელი შედეგი დადგა, დამნაშავე ისევ მოსახლეობა იქნება, რადგან ის უკვე გააფრთხილეს!" - განაცხადა მან. 
 

ბექა ბერიძიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" ადამიანი და მისი სიცოცხლე  მეასეხარისხოვანია... თბილისი ინგრევა, "ქართული ოცნება" კი შენდება".

"ქართული ოცნებისთვის" ადამიანი და მისი სიცოცხლე  მეასეხარისხოვანია - მთავარია, სანამ ხელისუფლებაში არიან, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ და რაც შეიძლება დიდი სასახლე აიშენონ! 

ასეა - თბილისი ინგრევა, „ქართული ოცნება“ კი შენდება! 

თბილისში 10 000 ავარიული სახლია და ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა, წლებია ხალხი უსაფრთხო სახცოვრისს ელოდება, თუმცა მერია, თუ მათი ინტერესი არ არის, რეაბილიტაცია-ჩანაცვლების პროექტს არ იწყებს - რა სისტემური კორუფციის აშაკარა მაჩვენებელია. 

"ლელო-ძლიერი საქართველო", თბილისში არსებული ყველა ავარიული სახლის მონიტორინგს და იმ კორუფციული სქემის გამოაშკარავებას აპირებს, რომლითაც წლებია თბილისი მერიაში მოქმედებს," - განაცხადა ბერიძიშვილმა. 

ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაია რომელაშვილი აღნიშნავს, რომ კოალიცია "24/7-ზე მზად  არის მოსახლეობის ნებისმიერი მომართვაზე რეაგირებისთვის". 

ჩვენი კოალიციის თბილისის ორგანიზაციაში მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც 24/7-ზე მზად  არის მოსახლეობის ნებისმიერი მომართვაზე რეაგირებისთვის.  

ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ ხალხთან ერთად, ჩვენი უფლებების დასაცავად და ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად, რისთვისაც პირველ რიგში საჭიროა ჩამოვშალოთ ეს კორუფცული სისტემა ყველა დონეზე," - აღნიშნა მან. 

მსგავსი სიახლეები