"დაველოდოთ პოლიტსაბჭოს" - "ოცნებაში" მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაჭრით ვერ საუბრობენ

29.07.25 15:13
"დაველოდოთ პოლიტსაბჭოს" - "ოცნებაში" მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაჭრით ვერ საუბრობენ

"ქართული ოცნებაში" თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურას "უალტერნატივოდ" მიიჩნევენ, თუმცა იქვე  გადაჭრით ვერ ამბობენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ პოლიტსაბჭო. 

ჩვენს კანდიდატურას, რომელსაც დავასახელებთ, და დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ გუნდი მას წარმოადგენს, კახა კალაძეს. დაველოდოთ პოლიტიკური საბჭოს ოფიციალურ განცხადებას და შემდეგ უკვე ვიმსჯელოთ რეალურ სიტუაციაზე. 

არ მგონია, რომ პოლიტიკურ საბჭოზე ვინმეს განსხვავებული პოზიცია ექნება, ექნებათ ჩამოყალიბებული პოზიცია. წინასწარი კონსულტაციები გვიჩვენებს, რომ არავითარი დამატებითი შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით არ იქნება, - ამბობს ვოლსკი.
 

კალაძის კანდიდატურას უალტერნატივოდ მიიჩნევს არჩილ გორდულაძეც. დეპუტატი აცხადებს, რომ ორგზის მერს თბილისელების წინაშე არაერთი დამსახურება აქვს.

რა თქმა უნდა, უალტერნატივოდ, რა თქმა უნდა, ყველა კითხვის გარეშე, შეუძლებელია, რომ ბატონი კახი კალაძეს თბილისში, უკვე ორი ვადით მერს, რომელსაც უამრავი საქმე აქვს თბილისისთვის გაკეთებული, და არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისთვის, თავის პირად ქველმოქმედებებზე, უბრალოდ, არც ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ არ უყვარს ამ ადამიანს ამ საკითხებზე საუბარი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, მის მშობლიურ სამტრედიაშიც ბევრი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბატონი კახი კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო. დანარჩენ საკითხებს უკვე ნახავთ პრეზენტაციაზე, - ამბობს არჩილ სურგულაძე.  

მსგავსი სიახლეები