ქართული ოცნება: ლიეტუვა "დიფ სთეითის მიერაა მართული"

29.07.25 15:37
ქართული ოცნება: ლიეტუვა "დიფ სთეითის მიერაა მართული"

"ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირს კვლავ თავს ესხმის. ლიეტუვის სანქციებთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ლიეტუვა "დიფ სთეითის მიერაა მართული" და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხელისუფლებას ბოლშევიკური საბჭოთა კავშირის მოქმედებებთან აიგივებენ. 

"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის თქმით, "ოცნების" გუნდის წევრებისა და მათი მხარდამჭერების დასანქცირება ანტი-ქართული პოლიტიკის ნაწილია. 

ძალიან საწყენია, მაგრამ რას უნდა ველოდოთ ქვეყნისგა, რომელსაც მართავს პრაქტიკულად ისეთი პოლიტიკა იუკნევიჩიანეს გააჩნია, ან კუბელიუსს გააჩნია. ეს არის ანტი-ქართული, ქართველთ მოძულე პოლიტიკა, რომელიც ჩამოაყალიბეს ამ ადამიანებმა და მარიონეტებად იყენებენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", - განაცხადა გია ვოლსკმა. 

ამასთან, "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ სანქციები "ოცნებაზე" არ მოქმედებს და "სასაცილოც აღარ არის". 

ბალტიისპირეთში დაბრუნდა ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით. სრულიად მიუღებელია, როდესაც ასეთი დაუსაბუთებელი მუქარები და შანტაჟები, მათ შორის ე.წ. სანქციებიც მიემართება სასამართლო სისტემის წარმომადგენლების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ გასაკვირი, სამწუხაროდ, არც არაფერი არ არის. დიფ სთეითის მართული ხელისუფლებების წარმომადგენლები მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებდნენ ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში და ნაცისტურ და ფაშისტურ დასავლეთში. 

სანქციები, მუქარები და შანტაჟები "ქართულ ოცნების" გუნდისთვის უკვე სასაცილოც აღარ არის იმიტომ, რომ ჩვენზე ეს რა თქმა უნდა არ მოქმედებს," - ამბობს გორდულაძე. 

ლიეტუვამ დაასანქცირა:

  1. ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
  2. ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
  3. ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
  4. მარი მეშველიანი – პროკურორი
  5. ნათია თათიაშვილი – პროკურორი
  6. სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
  7. მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
  8. ნინო წილოსანი- „ქართული ოცნების“ დეპუტატი
  9. რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
  10.  ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე

მსგავსი სიახლეები