განცხადება: მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“ ამ უსამართლო თავდასხმისას
"მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველსა“ და მის ჟურნალისტებს ამ უსამართლო თავდასხმისას"- ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება „ქართუ ბანკის" მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანია TV Pirveli- ის წინააღმდეგ წამოწყებულ სარჩელს.
ორგანიზაცია წერს, რომ ფაქტი სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების (SLAPP) მორიგ შემთხვევას წარმოადგენს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველსა“ და მის ჟურნალისტებს ამ უსამართლო თავდასხმისას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა დამოუკიდებელ მედიას, რომლის წარმომადგენლებიც ამ მძიმე ვითარებაში აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირების პასუხისმგებლობას ღირსეულად ასრულებენ"- წერია განცხადებაში.
"ქართუ ბანკი" "ტვ პირველის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს - ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ტელეკომპანიას "ქართუ ბანკის" ივანიშვილის ან "ოლიგარქის ბანკად" მოხსენიება.
სასარჩელო მოთხოვნაში ბანკი ირწმუნება, მათ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.