სააკაშვილი: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში და ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას
მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება - მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, სუს-ი ლევან ხაბეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიფის დაკავებას და მათთვის შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის ბრალის წაყენებას აპირებს.
როგორც მიხეილ საკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, ამისთვის სუს- გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს.
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს - წერს მესამე პრეზიდენტი.
მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შემტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან - უბრალოდ პროვოკატორი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.