ლუკა კურტანიძე სასამართლოში მიიყვანეს - რა თქვა ქალზე ძალადობაში ბრალდებულმა

29.07.25 17:58
ლუკა კურტანიძე სასამართლოში მიიყვანეს - რა თქვა ქალზე ძალადობაში ბრალდებულმა

 

 

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მოჭიდავე , ლუკა კურტანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს.

ბრალდებულმა "ტვ პირველის" შეკითხვებს არ უპასუხა.

კითხვაზე რატომ გაუსწორდა ყოფილ ცოლს ან რა "პროვოკაციაზე" საუბრიბს, დაკავებულმა ერთადერთი სიტყვა თქვა: " გიხარიათ?".

ცნობილია, რომ ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

იმ შემთხვევაში თუ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ყოფილი დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები