მილიონების გაფლანგვის საქმე - ოხანაშვილის უწყება კვალს ექსპრემიერთან ეძებს

29.07.25 20:08
მილიონების გაფლანგვის საქმე - ოხანაშვილის უწყება კვალს ექსპრემიერთან ეძებს

"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ კითხვები სუსის ანტიკორუფციულ ბიუროში დაკითხვის დროს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს დაუსვეს. ჯარის ფული მოპარვის საქმეში დევს თავდაცვის მინისტრის ჩვენებაც. ჯუანშერ ბურჭულაძე, შაბათს, მისი თანამშრომლების პარალელურად იკითხებოდა. ბურჭულაძე მოდულის შენობიდან ღამით გამოუშვეს, მისი მოადგილე, შესყიდვების სამსაუხის უფროსი და ცოლის ძმა კი დღეს ციხეში გაუშვეს. 

თავდაცვის სამინისტროს ექსმაღალჩინოსნებს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ბიუჯეტიდან თანხის გაფლაგვა და სამედიცინო აპარატურის შესყიდვისას დოკუმენტაციის გაყალბება ედებათ. საუბარია 1.3 მლნ ლარზე, რომლის მითვისებაში ბრალდებულთა შორისაა ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაც. დღეს პროცეზე ბალდებულებს შორის ერთადერთი, ვინც დუმილი დაარღვია, გიორგი ხაინდრავა იყო.

პირველების ინფორმაციით, გამოძიება სუსმა 13 ივნისს დაიწყო და თვენახევაში, თავდაცვის სამინსიტროს მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. წყარო ტვ პირველს უყვება, რომ დაკავებამდე სუსის აინტიკორუფციულ ბიუროში დაბარებულმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა ფორმალური ჩვენება მისცეს.

26 ივლისს ისინი განმეორებით დაიბარეს, დაკითხვები კი ერთმანეთის პარალელურად მიდიოდა. "პირველებისთვი" უცნობია რა ჩვენება მისცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლებოდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები