"ქართუ ბანკი" დამფუძნებელს ემიჯნება

29.07.25 20:30
"ქართუ ბანკი" დამფუძნებელს ემიჯნება

ივანიშვილის დაფუძნებული "ბანკი ქართუ" თავისივე დამფუძნებელს ემიჯნება. მეტიც, ამ კავშირს რეპუტაციულ ზიანად აღიქვამს და ცილისწამებად მიიჩნევს. ამ მიზეზით ბანკი ტვ პირველს უჩივის და უნდა მედიაში  სასამართლოს ძალით აკრძალოს ისეთი ტერმინები როგორებიცაა „ „ბიძინა ივანიშვილის ბანკი“ და „ოლიგარქის ბანკი“. "ქართუ" ამტკიცებს, რომ მის დამფუძნებელთან ურთიერთობა აღარ აქვს და ის ბანკის საქმიანობაში ჩართული აღარ არის. და, თუ ვინმე ასე წარმოაჩენს, მას რეპუტაციული ზიანი ადგება.

რატომ აწუხებს ივანიშვილთან აფილირება "ქართუ ბანკს" ახლა? - ყველაფრის მიზეზი ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია გახდა. ამ დოკუმენტში ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი ჯგუფი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ "ქართუ ბანკი" სვიფტიდან გათიშოს. ტვ პირველმა სწორედ ეს ფაქტი გააშუქა "პირვეებმა" - მოთხოვნა ქართუს სვიფტიდან გათიშვეს შესახებ. ამ ამბავმა, როგორც ჩანს, ბანკი შეაწუხა და ახლა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ივანიშვილთან შემხებლობა აღარ აქვს. ქართუს უკმაყოფილებას ფინანსისტები სანქცირების მოლოდინით ხსნიან.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია ერთადერთი არ არის, სადაც ბანკების სვიფტიდან გათიშვაზეა საუბარი. EPP-ის შემდეგ ამ შინაარსის რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. 490-მა ევროდეპუტატმა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვა და სვიფტიდან გათიშვა მოითხოვა. მოთხოვნებს შორისაა ივანიშვილის სანქცირებაც. არსებობს მოსაზრება, რომ ივანიშვილის დასანქცირებით დარტყმის ქვეშ ექცევა მის მიერ დაფუძნებული ბანკიც.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები