ივანიშვილის გუნდის წევრები ლიეტუვის შავ სიაში - "ოცნება" ბრაზს ვერ მალავს
მარიამ ლაშხისთვის გაუგებარია, რატომ დაასანქცირა ის ლიეტუვამ. ვერც ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებას და ვერც დემოკრატიულ უკუსვლას ხედავს დეპუტატი, რომლის პარტიამაც მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად შეაჩერა, ასობით მოქალაქე სიკვდილამდე სცემა, უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოკეტა და მიიღო კანონები, რომელიც ევროპული ქვეყნისთვის შეუსაბამოა.
ლიეტუვას სანქციების ახალმა ტალღამ, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ძალიან გააბრაზა. ოფიციალური ვილნიუსის წინააღმდეგ იერიში ჯერ შალვა პაპუაშვილმა მიიტანა და ლიეტუველებს ბოღმიანები უწოდა, შემდეგ კი თავდასხმის კამპანია "ოცნების" რიგითებმა გააგრძელეს. თან ამტკიცებდნენ, რომ სანქციები მათთვის არაფერს ნიშნავს და თან საკუთარივე თავთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ.
ლიეტუვამ სანქციების რიგით მესამე პაკეტში 10 პირი შეიყვანა. მათ შორისაა ანტიკორუფციუი ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი. ვილნიუსის შავ სიაში მოხვდა სინდისის პატიმრების 4 მოსამართლე - ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე და ვიქტორ მეტრეველი ლიეტუვაში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ. სანქცირებული არიან სინდისის პატიმრების პროკურორებიც. ასევე დეპუტატი ნინო წილოსანი და აჭარის მთავრობის ახალი მეთაური, თორნიკე რიჟვაძის შემცვლელი - სულხან თამაზაშვილი.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.