"ოცნება" ელისაშვილის წინააღმდეგ - რა ამოიკითხა ოპოზიციამ "ოცნების" განახლებილი თავდასხმის უკან

29.07.25 20:44
"ოცნება" ელისაშვილის წინააღმდეგ - რა ამოიკითხა ოპოზიციამ "ოცნების" განახლებილი თავდასხმის უკან

"ქართული ოცნების" შიშები დღეს გიორგი ვოლსკიმ გაამხილა. ივანიშვილის პარტიას 4 ოქტომბერს ხალხის დიდი პროტესტის ეშინია. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ამ დღეს არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიები "ოცნებას" ერთად შეუტევენ. ის, ვინც არჩევნებზე გადის, შედეგებს გაყალბებულად გამოაცხადებს და რუსთაველზე წინასწარ შეკრებულ ადამიანებს შეუერთდება. 

ალეკო ელისაშვილი "ოცნების" თავდასხმის ობიექტი დღეს შემთხვევით არ ყოფილა. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ სწორედ ელისაშვილი იქნება "ლელო - ძლიერი საქართველოს" და გახარიას პარტიის თბილისსის მერობის კანდიდატი. მასზე ფსონი კი მისი წარსულის გამო დაიდო, უხსენებენ პარალმენტში მდინარაძის ცემას. 

"ქართული ოცნება" ოპოზიციის შესაძლო მერობის კანდიდატს თავს ესხმის, თუმცა საინტერესოა, ვინ იქნება თავად "ოცნების" მერობის კანდიდატი. მართალია, ინდივიდუალურად კალაძის მხარდაჭერას ყველა უცხადებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ საბოლოო სიტყვას ბიძინა ივანიშვილი იტყვის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება. 

რევოლუციების და გადატრიალებების შიში "ქართული ოცნებისთვის" არახალია. ხალხის პროტესტის აკრძალვა "ქართულმა ოცნებამ" თავდაპირველად კარვების აკრძალვით დაიწყო, კოლოსალური ჯარიმებით და კანონების გამკაცრებით გააგრძელა, თუმცა ხალხი მაინც ქუჩაში დგას და ქუჩაში იდგება 4 ოქტომბერსაც. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები