ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი იწყება - საკანში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დღეს ბიზნესმენი პირველად გამოჩნდება

30.07.25 11:13
ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი იწყება - საკანში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დღეს ბიზნესმენი პირველად გამოჩნდება

გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საავადმყოფოდან სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ. საკანში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დღეს ბიზნესმენი  პირველად გამოჩნდება.

ბიტკოინების საქმე სხდომა,  მეორე ინსტანციის სასამართლოში 12:00 საათზე  იწყება, სავარაუდოდ, "თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი"  განცხადებასაც გააკეთებს.  

  • ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია განაჩენზე, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილზე, გლდანის ციხეში განხორციელებულ თავდასხმას, ცნობილია, რომ პატიმარი დაზარალებულის სტატუსს სამ კვირაზე მეტია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. 

ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები არც მათ და არც სახალხო დამცველის აპარატისთვის გადაუცემიათ. 

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურს,  უწყებას საკანში მომხდარი თავდასხმის ამსახველი კადრები ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ასევე, ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბიზნესმენზე თავდამსხმელი, ქსნის ციხის პატიმარი, კახი მეტეველი ბაჩიაშვილის საკანში.   

მსგავსი სიახლეები