ივანიშვილის საეჭვო ტრანზაქციები დასავლეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება - ირაკლი აბესაძე

30.07.25 11:34
ივანიშვილის საეჭვო ტრანზაქციები დასავლეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება - ირაკლი აბესაძე

იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტებით, "ქართუ ბანკის" 100%-იანი წილის მფლობელი უტა ივანიშვილი აღარ არის, ფინანსისტი ირაკლი აბესაძე მაინც დარწმუნებულია, რომ ამ ბანკზე ივანიშვილის გავლენა შენარჩუნებული იქნება.

ესსპერერტი ეჭვობს, რომ ივანიშვილმა მოახლოებული საქციების შიშით არაერთი საეჭვი ტანზაქცია განახორციელა და ქონებები გადამალა. 

მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილის ყველა ძალისხმევა ფუჭი იქნება, რადგან მისი არცერთი საეჭვო ტრანზაქცია დასავლეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება".

წლების განმავლობაში მისი აუდიტის ანგარიშში იწერებოდა, რომ "ქართუ ბანკის" საბოლოო მესაკუთრე არის უტა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შვილი. და ეს მითითება თავად ხაზს უსვამდა, რომ ბანკს საკუთარი აუდიტის შედგენის დროს სურდა, ხაზი გაესვა ბიძინა ივანიშვილის სახელთან მათი კუთვნილების შესახებ და რა თქმა უნდა, ივანიშვილის გავლენა ამ ბანკზე იქნება შენარჩუნებული. ივანიშვილმა არაერთი საეჭვო ტრანზაქცია განახორციელა საკუთარ ქონებასთან მიმართებით. მათ შორის, მან, როგორც ჩანს, შეცვალა "ქართუ ჯგუფის" მფლობელ ოფშორულ კომპანიების მესაკუთრეები.

ეს უნდა უკავშრდებოდეს არა მხოლოდ "ქართუ ბანკის", არამედ "ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებული კომპანიების და მის საკუთრებაში არსებული სხვა საწარმოების საკუთრების გარკვეულწილად გადამალვას და შესაძლებელია სანქციებისგან თავის დაცვას, მაგრამ მემგონი, ყველაფერი ეს არის ძალიან ფუჭი, იმიტომ, რომ როდესაც დრო მოვა და როგორც ჩანს, ძალიან მალე, ივანიშვილის სანქცირების, რა თქმა უნდა, არცერთი ეს ტრანზაქცია დასავლეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება, მისი ფაცი-უცი საკუთარ ქონებასთან მიმართებით, არსებითად, მემგონი, არაფერს ცვლის, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.

მიუხედავად "პირველების" მცდელობისა, ამ დრომდე "ქართუ ბანკი" არ აკეთებს განმარტებას,  რას უკავშირდება წილის მფლობელების ცვლილელები.

ექსპერტები სვამენ კითხვას, უკავშირდება თუ არა ეს ცვლილებები  შტატების მიერ  ივანიშვილისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს ან მოსალოდნელ შეზღუდვებს  რომელსაც მას არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი უანონსებს.

მსგავსი სიახლეები