"ქართუ ბანკის" და ივანიშვილის სახელების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუსრულებელი ამოცანაა - საბა ბუაძე

30.07.25 11:42
"ქართუ ბანკის" და ივანიშვილის სახელების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუსრულებელი ამოცანაა - საბა ბუაძე

რამდენ ნაწილადაც არ უნდა მოხდეს "ქართუ ბანკის" წილების დაქუცმაცებაფაქტი არის ერთი, რომ ივანიშვილისთვის "ქართუ ბანკი" არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, "ქართუ ბანკის" და ივანიშვილის სახელების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუსრულებელი ამოცანაა, რადგან ყველასთავის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ბანკის უკან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას.

ბუნებრივია, ერთი საკითხია ადამიანის პირადად სანქცირება და მეორე საკიტხია, მის საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის სანქცირება. რამდენ ნაწილადაც არ უნდა მოხდეს "ქართუ ბანკის" წილების დაქუცმაცება და სხვადასხვა პირებზე გადაფორმება, ფაქტი არის ერთი, რომ ივანიშვილისთვის "ქართუ ბანკი" არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ასევე ფაქტი არის ის, რომ "ქართუ ბანკის" და ივანიშვილის სახელების ერთმანეთისგან გამიჯვნა არის შეუსრულებელი ამოცანა, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ "ქართუ ბანის", "ქართუ ჯგუფის', "ქართუ ფონდის" უკან დგას პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და ამას ვერანაირი ტრანზაქციული გადაადგილებები ვერ შეცვლის, - ამბობს საბა ბუაძე. 

საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.

მიუხედავად "პირველების" მცდელობისა, ამ დრომდე "ქართუ ბანკი" არ აკეთებს განმარტებას,  რას უკავშირდება წილის მფლობელების ცვლილელები.

ექსპერტები სვამენ კითხვას, უკავშირდება თუ არა ეს ცვლილებები  შტატების მიერ  ივანიშვილისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს ან მოსალოდნელ შეზღუდვებს  რომელსაც მას არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი უანონსებს.

 

მსგავსი სიახლეები