თეონა ჭალიძე: პოლიციელისგან ძალადობა უფრო მეტკინა, ვიდრე დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილა

30.07.25 11:59
თეონა ჭალიძე: პოლიციელისგან ძალადობა უფრო მეტკინა, ვიდრე დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილა

თეონა ჭალიძე პოლიციელის იმ მაღალჩინოსანის დასჯას ითხოვს, რომელმაც მისი თქმით, 8 თვის წინ მასზე ფიზიკურად იძალადა. საუბარია მირიან ქავთარაძეზე, რომელიც ქალი პოლიტიკოსის განცხადებით, "თავისუფლების მოედანზე" გაუსწორდა.

  • შემთხვევა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ 4 დეკემბერს მას შემდეგ მოხდა, როცა ის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრიდან გამოვიდა.
  • ამ ღამეს დააკავეს პოლიტპატიმარი საბა სხვიტარიძე, რომლის საქმეშიც ქავთარაძე სასამართლომ დაზარალებულად ცნო. საბა სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან.

თეონა ჭალიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა. ქალმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თქვა, რომ მას უფრო ძლიერად ეტკინა პოლიციელის დარტყმული ხელი, ვიდრე შეიძლება, რომ ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის მიერ გაწნილი სილა სტკენოდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამ დრომდე დაზალარებულის სტატუსი მისთვის არ მიუნიჭებიათ, ხოლო მირიან ქავთარაძე ისევ ხელშეუხებელია. 

მინდა, საზოგადოებას და მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს შევახსენო, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, სწორედ ამ ადგილზე, გადაცმულმა პოლიციელმა ჩემზე იძალადა და მას შემდეგ 8 თვე გავიდა. მე არც დაზარალებულის სტატუსი არ მაქვს ჯერჯერობით და დიდი ალბათობით, არც მომავალში მექნება, შესაბამისად, არც ამ პოლიციელს არანაირი სიმბოლური პასუხისმგებობაც კი არ დაკისრებია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მე უფრო ძლიერად დამატყა ამ პოლიციელმა, მე უფრო ძლიერად მეტკინა, ვიდრე ირაკლი დგებუაძეს და შესაბამისად, თავისუფლება მზია ამაღლობელს!, - განაცხადა თეონა ჭალიძემ. 

მსგავსი სიახლეები