ლაშა ცანავა სიცოცხლის ფასად მეფარებოდა და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია, ვერც ამ ფორმით გამტეხთ! - ხაბეიშვილი

30.07.25 14:15
ლაშა ცანავა სიცოცხლის ფასად მეფარებოდა და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია, ვერც ამ ფორმით გამტეხთ! - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, თანაგუნდელის, ლაშა ცანავას დაკავებას მის მიმართ განხორციელებულ შურისძიებად აფასებს.

ლაშა ცანავა სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია - წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ამ ფორმით ვერ გატეხენ. 

ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!!!! 
წესიერი კაცია, მშრომელი - ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების  შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა “სუსის” აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს. 
საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ!!!!
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები ძალიან შემცდარა!!! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა", - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. 

სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. 

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის მტკიცებით, ამ უკანასკნელმა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები