ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი "ყვარყვარე თუთაბერია" - ალეკო ელისაშვილი

30.07.25 14:32
ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი "ყვარყვარე თუთაბერია" - ალეკო ელისაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემა მხედრიონის დროს ახსენებს. ოპოზიციონერი ამბობს, რომ ივანიშვილი "ქურდულ-მაფიოზური გადასახედიდან" მოქმედებს და ბაჩიაშვილისთის ფულის წართმევა სწორედ ამ მეთოდებით სურს. 

 "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას, ელისაშვილმა ბიძნა ივანიშვილი "ყვარყვარე თუთაბერს" შეადარა და თქვა, რომ როგორც "ყვარყვარე" ააშენა ახალი ციხე და ამ ციხეში ბოლოს თავისიანები ჩასვა, სწორედ ასე იქცევა ივანიშვილიც. 

მხედრიონი როგორც იქცეოდა იმაზე უფრო ცუდად იქცევიან. ფულზე უებნებიან ბაჩიაშვილს მომეციო, რომელიც არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მისი ქურდულ-მაფიოზური გადასახედიდან შვებიან ამას და არ ერიდებათ, აწამეს, შეუგზავნეს საკანში ტიპი ბაჩიაშვილს. 

აღვირახსნილ ძალადობაზე არიან გადასულები. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა რომ გამოდის, წაისვამენ ვაზელინს და არიქა, ექვთიმე თაყაიშვილია და ღვთის კაცია და რავიცი ვის არ ადარებენ. ექვთიმე თაყაიშვილი საგანძურს დარაჯობდა და შიმშილით კვდებოდა კაცი და 45 წელს უკან რომ დაბრუნდა, დაკონკილი ტანსაცმელი ეცვა, სამხედროებმა მისცეს ტანსაცმელი. ჩვენი ქვეყნის სინდისს და ნამუს ადარებენ ამ უნამუსო კაცს. ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი კი არა ჩვეულებრივი "ყვარყვარე თუთაბერია". ეგ ფილმი ხომ გაქვთ ნანახი, ახალ ციხეს რომ აშენებს, მერე იმ ციხეში ხალხს რომ ვერ ატევს და თავისიანებს რომ იჭერს, ბოლოჟამია მაშინ მისი და ახლაც ბოლოჟამია ამათი.  დარწმუნებული ვარ ხალხი გამოვა და ტავის ადგილს მიუჩესნ "ყვარყვარეს", იმიტომ, რომ ყელში ამოვიდნენ ესენი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

მსგავსი სიახლეები