ელისაშვილი: მერობის კანდიდატებზე მსჯელობა მიდის, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თვითმმართველობის არჩევნებზე ის თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა "დღის ამბებში" ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიდის და კონკრეტულ კანდიდატზე ჯერ შეთანხმება არ არსებობს.
რუსთავი 2-მა გაავრცელა ტყუილი. თქვეს, რომ აი, ელისაშვილი იქნება მერობის კანდიდატი და წარადგენენ 31 ივლისსო. ხომ მოვა 31 ივლისი? ვნახოტ, ჩვენი კოალიცია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი ვის წარადგენს. კანდიდატებზე მსჯელობა მიდის, ვინ შეიძლება, იყოს, მაგრამ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, რუსთავის2-მა, რომელიც თანდათან ასწრებს "იმედს" და "პოსტ ტვ"-ს ტყუილში, ტყუილი თქვა. დასახელება რომ არ იქნება, შესაბამისად, კანდიდატიც არ იქნება, იმიტომ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მერობის კანდიდატად დასახელება ოპოზიციისთვის "არასერიოზული" და "წამგებიანი" იქნება. "ოცნების" დეპუტატი ელისაშვილს "ექსტრემისტად" და "აკრობატული ნომრების" შემსრულებლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი კანდიდატურის წამოყენება ოპიზიციის მხრიდან იქნება ჩანაფიქრი, რომ წაგების შემთხვევაში "არჩევნები" გაყალბებულად წარმოაჩინონ.