"ქართულ ოცნებას" სიტყვების ქრონიკული შიში აქვს - ლევან სანიკიძე
"ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა სურს".
სანიკიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" სინამდვილეში "სიტყვების ქრონიკული შიში აქვს" და სიტყვა "რევოლუციის" ეშინია.
ოპოზიციონერის თქმით, პარტის შიგნით, არცერთი ლიდერისგან არ მოუსმენია, რომ "4 ოქტომბერს მოხდება მოხდება რევოლუცია".
4 ოქტომბერს ვინ როგორ ხვდება, როგორი ფორმის მანიფესტაციით, ეს არის აქ მნიშვნელოვანი - ამბობს სანიკიძე.
ამ ხალხს აქვთ ქრონიკული შიში ნებისმიერი სიტყვის. სიტყვების ეშინითა, მათი დოქტრინის ნაწილია, თეა წულუკიანის კომისიაც ამას ემსახურება, რომ საერთოდ ქართული ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვა "რევოლუცია". ეშინიათ ამ სიტყვის და "გადატრიალებით" გიცვლიან. მაშინ როდესაც მიტაცებულია, პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, გაქვს სწორი მოლოდინების მართვის ვალდებულება, მაგრამ ის, რომ გეშინოდეს და ყველაფერს ემიჯნებოდე, ამას არავინ არ გააკეთებს ჩვენს პარტიაში.
არავისგან არ მომისმენია, რომ 4 ოქტომბერს მოხდება მოხდება რევოლუცია, ესეც არის მოლოდინების სწორი მართვა, მაგრამ 4 ოქტომბერი რომ არის საეტაპო თარიღი, ეს არის ფაქტი. უბრალოდ, 4 ოქტომბერს ვინ როგორ ხვდება, როგორი ფორმის მანიფესტაციით, ეს არის აქ მნიშვნელოვანი", - ამბობს ლევან სანიკიძე.
ჟენევაში მყოფმა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ“. თინა ბოკუჩავამ კი დღეს აღნიშნა, რომ „რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს“.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა სურს და ეს პარტიის ლიდერების, თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებით დადასტურდა.