ახალი სპეცოპერაცია სანქციებისგან გადასარჩენად? - უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკში" 100%-ს აღარ ფლობს

30.07.25 20:14
ახალი სპეცოპერაცია სანქციებისგან გადასარჩენად? - უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკში" 100%-ს აღარ ფლობს

ახალი სპეცოპერაცია ბანკის სანქციებისგან გადასარჩენად? - "ქართუ ბანკში" 100 პროცენტს ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი აღარ ფლობს. ახლა უტა ივანიშვილს მხოლოდ 35 პროცენტი დარჩა. ვისზე გადაფორმდა ბანკის დანარჩენი აქციები? ამ კითხვას ქართუში არ პასუხობენ.

ახლა ქართუს სტრურქტურა ასე გამოიყურება ბანკის 100 პროცენტს საქველმოქმედო ფონდი ქართუ ფლობს, ფონდს კი სრულად ქართუ ჯგუფი - სწორედ ქართუ ჯგუფში დარჩა 35 პროცენტი უტა ივანიშვილს, სავარაუდოდ, არსებობს კიდევ მინიმუმ 13 აქციონერი, ვისი გასაჯაროვების ვალდებულებაც წილების დაყოფით ბანკს გაუქრა.

რატომ გადააფორმა, ბანკის აქციები მინიმუმ 13 მესაკუთრეზე ივანიშივლმა? ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მიზეზი სანქციების შიშია. ივანიშივლი ახლა ამ ტრაზაქციებით ცდილობს. ქართუ გადარჩეს და არც საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან გაითიშოს.

ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში უტა ივანიშვილი ქართუ ბანკის 100 % წილს ფლობდა. ეს ის დროა როდესაც ბიძინა ივანიშივლის დასანქცირბის მოთხვონით არა ერთი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა და გაჩნდა სიგნალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ ისინი ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებოდნენ. 2024 წლის დეკმებრის მონაცემებში კი გამოჩნდა, რომ ივანიშივლის ვაჟი, ქართუს აქციების მხოლოდ 35 % მფლობელი გახდა, 65 კი ისე დაანაწევრეს, რომ აღარ ჩანს ვინ არის მისი მესაკუთრე. 

უკავშირდება თუ არა სანქციების შიშს ქართუს მეწილეებს შორის ცვლილებები? დღეს ამ კითხვას ქართუ ბანკის ხელმძღვანელმა ნატო ხაინდრავამ არ უპასუხა. 

ქართუ ბანკი დღეს მხოლოდ სახელიწუფლები მედიისთვის იყო ხელმისაწვდომი, ინტერვიუ ირუდილი სამსახურის უფროსმა რუსთაცი 2 მისცა. ის ხნის რის გამო შეიტანა საჩივბარი "ტვ პირველის" წინააღმდეგ . 

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები