ვინ არის პასუხისმგებელი კორუფციაზე - სად არის ნდობის ჯგუფი, რომლსაც სამინისტროების კონტროლი ევალება?
ვინ არის პასუხისმგებელი კორუფციაზე - მესამე სექტორი პარლამენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი განმარტებით, 2018 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციით მთავრობოს კონტროლზე ზედამხედველობა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს ევალება.
საკანონმდებლო ორგანოს წლები ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მაშინ თავის გუნდზე ასე საუბრობდა.
ჩნდება კითხვა, მაშინ როდესაც ქართული ოცნება უკვე ვეღარც მალავს, რომ გასულ წლებში მათ მთავრობაში კორუფცია ყვაოდა, რას აკეთებდა ამ დროს პარლამენტი და რატომ დახუჭა თვალი ჩინოვნიკების ფულის კეთებაზე, ან თუ თავდაცვის სამინისტროდან ფულს იპარავდნენ, სად იყო ნდობის ჯგუფი, რომლსაც სამინისტროს მუშაობის კონტროლის ვალდებულება აქვს.
მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეულმა წევრმა, ფულის კეთების მასშტაბურ სქემებზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ისევე როგორც დეტალურად იყვნენ საქმის კურსში საგამოძიებო სამსახურები, რომლებმაც იქამდე არ იმოქმედეს, ვიდრე ხმაურიანი დაკავებები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ დასჭირდა.
ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის და სუსის მოქმედი უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ანრი ოხანაშვილი, რომელიც ახლა კორუფციის ბრალდებით ერთმანეთს მიყოლებით აკავებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ამ ჩინოვნიკების მიერვე სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ნდობის ჯგუფში იყო და პირდაპირ ევალებოდა თავდაცვის სამინისტროს გაკონტროლება. მაშინ ოხანაშვილს ხმა არ ამოუღია.
დეტაკები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში?