ვახტანგ გომელაური ბათუმში, შემთხვევის ადგილზე, მიდის
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ბათუმში კორპუსის ნგრევის ადგილას მიემგზავრება. ადგილზე ასევე ჩავა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, ბათუმში, დღეს დილით, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს ადამიანების ამოყვანა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში და არის თუ არა მსხვერპლი.