საკანში თავდასხმამდე, ბაჩიაშვილის თქმით, მას ციხეში "გაჭყლეტვით ემუქრებოდნენ" - ჩვენება ივანიშვილის წინააღმდეგ
გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშივილს ხელი მისი წამების დაკვეთაში დაადო და თქვა, რომ ციხის საკანში სამი კვირის წინ მასზე თავდასხმა დაკვეთილი იყო. სკანდალური განცხადება თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა სასამართლო დარბაზში გააკეთა.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში თქვა, რომ საკანში თავდასხმამდემას ციხეში გაჭყლეტვით ემუქრებოდნენ - "მომივიდა ინფორმაცია ციხეში შენს წამებას აპირებენო, "გაგჭყლიტავს ციხეში" - ივანიშვილმა ასე თქვაო".
დღეს გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი ერთადერთი აღმოჩნდა, რის გამოც ლევან მურუსიძემ ტელე კამერებისთვის ჩაკეტილი დარბაზი გახხნა. თითქმის ორ თვიანი აკრძალვის შემდეგ დღეს პირველი არხს და იმედს პროცეისს გდაღების უფლება მისცეს.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს დეტალურად მოყვა, რის გამო გადაწყვიტა ოლიგარქმა მის წინააღმეგ შურისძიება და როგორ "შეიკერა ე.წ. ბიტკოინების საქმე".
ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოში თქვა, რომ მისი "დარეკეტება უნდათ". თანამონაწილედ გამოაცხადა ციხის უფროსიც, რომელმაც მისი თქმით, კაბინეტში დაიაბრა და მისი კრიტპანგარიშების გახსნა მოსთხოვა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს 11 წლიანი პატიმრობა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შეეფარდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებს. პროცესი მხარეების დასკნითი სიტყვით დასრულდება, რის შემდეგაც სასამართლო სათათბიროდ გავა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.