დავა 4 ოქტომბრის გამო
"რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება" - ვინ არის თინა ბოკუჩავას ამ განცხადების ავტორი, "ნაცმოძრაობის" ლიდერს დღეს არ უთქვამს, თუმცა თქვა, რომ 4 ოქტომბერის მიმართ ხალხში განსაკუთრებული მოლოდინები ოპოზიციამ არ უნდა შექმნას. ბოკუჩავამ ზოგადად არა მხოლოდ 4 ოქტომბერის არამედ პარტიაში სუს-ის გავლენების გაძლიერების მცდელობაზეც ილაპარაკა.
"ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს. მოლოდინები არასწორად არ უნდა შეიქმნას. ეს არის უპასუხისმგებლობა" - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას პოზიციას იზიარებს ელენე ხოშტარიაც, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვინც ხალხს წინასწარ რევოლუციის თარიღებს უანონსებს, "საერთო საქმეს ან უცოდინარობით ან განზრახ აფუჭებს".
4 ოქტომბერს დიდი აქცია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ დააანონსა და ამ შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა ლევან ხაბეიშვილმაც, ხაბეიშვილმა თიკა ბოკუჩავას განცხადების შემდეგ, მისი პოზიცია სოციალური ქსელით გავრცელა, სადაც წერს რომ 4 ოქტომბერი მისთვის მძლავრი პროტესტის მთავარი თარიღია.
ოპოზიციის ლიდერების ეს განცხადებები, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებად მონათლა "ქართულმა ოცნებამ".
რა თქვეს ივანიშვილის გუნდში - დეტალურად ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.