ხაბეიშვილი: თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?!

30.07.25 20:31
ხაბეიშვილი: თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?!

"როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ "ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?!" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის განცხადებით, "ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები". 

ბიძინა დავამარცხოთ-თქო,  პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ "ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: "4 რიცხვი არ "დავკიდოთ", ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია"... 

ჩემი აზრით გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცეებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?! 

როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ "ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?! 

კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ... ძალა ხალხში!!! - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები