სოფო ჯაფარიძე: თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები!

30.07.25 22:46
სოფო ჯაფარიძე: თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები!

"თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები!" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და 4 ოქტომბრის დავას ეხმიანება.

მისი თქმით, ამ "ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება". 

ჩვენი ყველას მიზანი, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, მგონია, რომ ერთია - რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმი და ამ დროს იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც უშიშრად იბრძვის, მცდარიც რომ გეგონოს მისი გზა, უბრალოდ არასწორია!

თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები!

ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და აქტიური მებრძოლის დისკრედიტაცია არის ყოვლად მიუღებელი!

ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ფოკუსი სწორად გვქონდეს გასწორებული.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ," - წერს სოფო ჯაფარიძე. 

4 ოქტომბერს დიდი აქცია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ დააანონსა და ამ შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა ლევან ხაბეიშვილმაც, ხაბეიშვილმა თიკა ბოკუჩავას განცხადების ("რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება") შემდეგ, მისი პოზიცია სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც წერს რომ 4 ოქტომბერი მისთვის მძლავრი პროტესტის მთავარი თარიღია. 

მსგავსი სიახლეები