ელენე ხოშტარია: მოსამართლეები სირცხვილის დაფაზე იწერენ თავს
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და შიდა, თუ საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, "რეჟიმს შეექმნა უდიდესი დისკომფორტი".
ელენე ხოშტარიას განცხადებით, დისკომფორტი აქვთ "მოსამართლეებსაც, რომლებიც პირდაპირ სირცხვილის დაფაზე იწერენ თავს".
აბსოლუტურად ცხადია, რომ სისტემა არ არის კომფორტის ზონაში, მოდი ყველაზე ნეიტრალურად ვთქვათ და ფაქტია, რომ იმ ტიპის ზეწოლა, რომელიც აქამდე იყო სისტემაზე როგორც ქვეყნის შიგნიდან, როგორც პოლიტიკური კლასისგან, როგორც მოქალაქეებისგან, რომლებიც უწყვეტად აპროტესტებენ, როგორც პოლიტპატიმრების სიმტკიცისგან და საერთაშორისო ზეწოლისგან, რეჟიმს შეექმნა უდიდესი დისკომფორტი, კონკრეტულ წარმომადგენლებს ამ რეჟიმის. მოსამართლეებს, რომლებიც პირდაპირ სირცხვილის დაფაზე იწერენ თავს, მათ ნამდვილად შექმნილი აქვთ დისკომფორტი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.