„ძლიერი საქართველო“: იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა ხაზარაძე/ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით - ეს იყო ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ

31.07.25 10:28
„ძლიერი საქართველო“: იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა ხაზარაძე/ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით - ეს იყო ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ

ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით! - ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

კოალიცია განმარტავს, რომ ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით - წერია "ძლიერი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით!
ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.
დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები