სენატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს - ვინ მოხსნა ბლოკი MEGOBARI act-ს
სენატორებმა, რომლებიც MEGOBARI act-ის დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგებოდნენ, პოზიციები შეიცვალეს. MEGOBARI act-ს ბლოკი მოხსნა სენატორმა ტიმ სკოტმაც.
პოლიტიკის ექსპერტების განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის და მისი გუდნის სანქცირების დოკუმენტი სენტაში ხმათა უმრავლესობით აუცილებლად დამტკიცდება", თუმცა აქ საუბარია განხილვის გარშე სწრაფად დამტკიცბის პროცედურაზე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექორი, ნინო ევგენძე აცხადებს, რომ სენატორების მაიკლ ლის და ტიმ სკოტის მიერ შეცვლილი დამოკიდებულება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
Hot line-ის სისტემით როგორც მოგეხსენებათ უნდა განხილულიყო MEGOBARI act-ი, რაც ნიშნავს, რომ სესიამდე, რომელიც გაიმართება სექტემბრის ბოლოს შესაძლებელი არის ეს კანონპროექტი პირდაპირ აღმოჩნდე პრეზიდენტის მაგიდაზე.
პრინციპში ეს ადამიანების [სენატორები] არც ეწინააღმდეგებოდნენ უბრალოდ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ მათ ზოგადად ამ სანქციებთან დაკავშირებით და არა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში.
ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელბიც ამ სენატორებმა, ახლა უკვე 2 გახლავთ - მაიკლ ლი და ტიმ სკოტი, რომელმაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღეს - კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და მის ბრძოლას თავისუფლებისთვის, რუსული ინმპერიის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს ადამიანიები და MEGOBARI act-ი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ," - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, MEGOBARI act-ი დიდი სირთულეების გარეშე იქნება მიღებული და იქნება ეს დაჩქარებული პროცედურით თუ არა ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
ჩემი მოლოდინი იყო, რომ ეს პოზიციები შეიცვლებოდა იმიტომ, რომ მათ შორის შეხვედრები, რომელიც ჩვენ გავმართეთ საფუძველს გვაძლევდა, რომ ეს მოლოდინი გვქონოდა... [ბლოკის მოხსნა სენატორებისგან] აჩვენებს იმას, რომ იზრდება MEGOBARI act-ის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა ეს დამაიმედებელია, რომ MEGOBARI act-ი დიდი სირთულეების გარეშე იქნება მიღებული, იქნება ეს დაჩქარებული პროცედურით თუ არა ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს," - ამობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ახლა, MEGOBARI act-ის დაჩქარებული წესით განხილვისთვის პოზიცია მარკვეინ მალინმა და რენდ პოლმა უნდა შეცვალონ.
მანამდე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აღნიშნულმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს შეცდომაში, რომ თითქოს MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებდა.